ამ კერძს თამამად შეგვიძლიათ ვუწოდოთ კლასიკური. მოთუშული ხორცი გამოდის რბილი, არომატული და წვნიანი.
ჩემი ოჯახი გიჟდება ამ მეთოდით მომზადებულ ხორცზე, ამიტომ მას ძალიან ხშირად ვამზადებთ.
ინგრედიენტები
- 500გ საქონლის ხორცი
- მარილი, შავი პილპილი
- 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 2 ხახვი
- 6 სტაფილო
- 3 ჭიქა ბულიონი
- 1 ჭიქა წითელი ღვინო
- როზმარინი
- ძირა
მომზადება
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- ზეთში შეწვით დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. ბოსტნეულთან ერთად ტაფაზე მოათავსეთ ხორცი და შეწვით ორივე მხრიდან.
- ცეცხლგამძლე ფორმაში მოათავსეთ ხახვი, სტაფილო, ხორცი, მოასხით ღვინო და ბულიონი. მოათავსეთ ღუმელში 90 წუთი.
მე ძალიან მიყვარს გახეხილ ნიორთან ერთად. არომატი ნამდვილად გაგაოცებთ.
გემრიელად მიირთვით!