კაკლის მურაბის მოსამზადებლად, ჯობს გამოყვანილი კაკალი შევიძინოთ. კაკლის შესამოწმებლად ხის ჩხირი გამოვიყენოთ. თუ ჩხირი ადვილად ჩავიდა კაკლის რბილობში. ე.ი. კაკალი კარგი ხარისხისაა.
ინგრედიენტები:
- 100 ცალი კირში გამოყვანილი კაკალი
 - 2 200 გ შაქარი
 - 1 ს.კ. შაბი
 - 2-3 ს.კ. თაფლი
 - მიხაკი, ილი და დარიჩინი – გემოვნებით
 
მომზადების წესი:
- კაკალი დავჩხვლიტოთ, ჩავყაროთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დავასხათ წყალი და 3-5 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ ვუცვალოთ წყალი, სანამ წყალი კირისგან დაიწმინდება.
 - ქვაბში ვადუღოთ წყალი, ჩავყაროთ კაკლები (წყალმა კაკლები კარგად უნდა დაფაროს) და 15 წუთი ვხარშოთ, შემდეგ წყალი გადავღვაროთ.
 - ქვაბში თავიდან ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ შაბთან ერთად. დავუმატოთ კაკლები და კიდევ 15 წუთი ვადუღოთ, კვლავ გადავწუროთ, დავასხათ ცივი წყალი და ამჯერად 10 წუთი ვადუღოთ.
 - მდუღარე წყალში გავხსნათ თაფლი, დავუმატოთ კაკალი და დაბალ ცეცხლზე 30 წუთი ვხარშოთ.
 - ავადუღოთ იმდენი წყალი, რომ კაკლები დაფაროს, შევურიოთ შაქარი და როცა ადუღდება, ჩავყაროთ კაკლები. სანელებლები გამოვკრათ დოლბანდში, ჩავდოთ მურაბაში და ვხარშოთ, სანამ კაკალი შავად აპრიალდება და დარბილდება.
 - კაკლები მოვათავსოთ ქილებში და გადავავსოთ სიროფით.
 
ამ რეცეპტით მომზადებული 3,5 ლ გამოდის
            








