თუ 30 წუთი და მცირეოდენი ფარში გაქვთ, გაეშურეთ სამზარეულოსკენ. ბრიზოლი პიდაპირ პირში დნება

2128

ბრიზოლი – ფრანგული სამზარეულოს ნამდვილი შედევრი, რომელიც კოტლეტს მოგვაგონებს, თუმცა გაცილებით საინტერესო, გემრიელი და მადისაღმძვრელია. ყველის რბილი გარსი, ხოლო შიგთავსად – წვნიანი ხორცი და წელვადი ყველი. მართლაც მადისაღმძვრელად ჟღერს, არა? გემოსა და არომატის სიტყვებით გადმოცემა, რომელსაც ამ კერძის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ, შეუძლებელია.

დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ საოცრად გემრიელი და წვნიანი ბრიზოლი სწრაფად და მარტივად. თუ ზედმეტი ნახევარი საათი და მცირეოდენი ფარში გაქვთ, შეუდექით ახლავე ამ საოცრად არომატული კერძის მომზადებას.

ფარშის ბრიზოლი

ინგრედიენტები:

  • 350 გრამი ფარში
  • 100 გრამი ხმელი ყველი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5 კვერცხი
  • 5 ს.კ. რძე
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება: 

1. ნიორი და ხახვი გაასუფთავეთ კანისგან, შემდეგ კი დააბლენდერეთ.

2. მიღებული ფაფისებური მასა დაამატეთ ფარშში, დაამარილეთ, მოაყარეთ პილპილი სურვილისამებრ და კარგად აზილეთ.

3. გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე და შეურიეთ ფარშში.

4. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში კვერცხი, რძე, ცოტა მარილი და კარგად ათქვიფეთ.

5. ტაფას შეაზილეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი და მობრაწეთ მასში თხელი ბლინები. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობისგან თქვენ უნდა გამოგივიდეთ 5 ბლინი.

6. გაყავით გამზადებული ფარში 5 თანაბარ ნაწილად. ფრთხილად გაანაწილეთ ის ბლინის ზედაპირზე და შემდეგ დაახვიეთ რულეტები.

7. საცხობ ფორმას წაუსვით ზემოდან მცირეოდენი მცენარეული ზეთი, განათავსეთ მასზე ბლინები და შედგით ის 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. საოცრად გემრიელი ბრიზოლი მზად არის!

პირობას გაძლევთ, გასინჯვისთანავე შეგიყვარდებათ ამ საუცხო არომატის მქონე დელიკატესის გემო. პირადად მე ბრიზოლი იმდენად შემიყვარდა, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მას საკმაოდ ხშირად ვამზადებ და ასე ყველა კმაყოფილი და ბედნიერია. ვიმედოვნებ, რომ ეს რეცეპტი თქვენც მოგეწონებათ. თუ გაქვთ ბრიზოლის მომზადების გამოცდილება, აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი რჩევები.