ქლიავის ნამცხვარი უგემრიელესი გამოდის!
ჩემს შვილებს ძალიან მოსწონთ, ამიტომაც ხშირად ვამზადებ.

ინგრედიენტები
- 8-10 ქლიავი
- 4 კვერცხი
- 3 სუფრის კოვზი თაფლი
- 100გ შაქარი
- 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 280გ ფქვილი
- მარილი
დამატებით
- 1 სუფრის კოვზუ თაფლი
- 1 სუფრის კოვზი წყალი
მომზადება
1.ღუმელი გაახურეთ, ხოლო გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით.
2.ღრმა ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და მარილი. დაუმატეთ თაფლი, შაქრი და ათქვიფეთ 4 წუთი.

3.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი. მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ კვერცხის მასას. მოურიეთ.
4.გარეცხეთ ქლიავი, დაჭერით 4 ნაწილად. გადაანაწილეთ ფორმაზე.

5.ქლიავს მოასხით ცომი.
6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.

7.გააგრილეთ ნამცხვარი, გადმოაბრუნეთ ნამცხვარი.

8.სუფრის კოვზ თაფლს დაუმატეთ 1 კოვზი წყალი. მოურიეთ და მოასხით ნამცხვარს.

გემრიელად მიირთვით!









