ზარმაცი სალათი ზამთრისთვის

1239

კლასიკური სამზადისი ზამთრისთვის უკვე დაიწყო!

ამ სალათის გარეშე ზამთარი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.

ინგრედიენტები

  • სტაფილო 800გ
  • ხახვი 500გ
  • ბულგარული წიწაკა 1კგ
  • პომიდორი 1კგ
  • კომბოსტო 1კგ
  • შავი წიწაკა 40გ
  • მზესუმზირის ზეთი 8 სუფრის კოვზი
  • მარილი 8 ჩაის კოვზი
  • შაქარი 8 სუფრის კოვზი
  • ძმარი 4 სუფრის კოვზი

მომზადება

1.თითოეულ ქილაში მოათავსეთ 5 მარცვალი წიწაკა და სტაფილო.

2.დაჭერით ხახვი მრგვლად, მოათავსეთ ქილაში. შემდეგი ფენა – დაჭრილი ბულგარული წიწაკა.

3.დააქუცმაცეთ კომბოსტო და გადაანაწილეთ ქილის კუთხეებში დაჭერით პომიდორი და მოათავსეთ ზემოდან.

4.თითოეულ ქილაში დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.

5.მარინადის მოსამზადებლად თითოეული ქილისთვის – 1 ჩაის კოვზ მარილს დაუატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, 0,5 სუფრის კოვზი ძმარი და 4 სუფრის კოვზი წყალი. კარგად მოურიეთ.

6.დააფარეთ ქილებს თავსაფრები და მოათავსეთ ქვაბში. ადუღეთ 25 წუთი.

7.შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!