ვაშლის პუდინგი – გემრიელი და მარტივი რეცეპტი

1945

ვაშლის პუდინგი გემრიელი და მარტივი კერძია, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერ დროს. მისი გულსართი საოცრად ჰაეროვანი და არომატულია. ჩაინიშნეთ რეცეპტი.

ინგრედიენტები:

გულსართი: 

  • 750 გ ვაშლი, გათლილი, გულამოცლილი და თხლად დაჭრილი
  • 75 გ ყავისფერი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი წმინდად გახეხილი ლიმონის ცედრა
  • 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი

ზედა ფენა: 

  • 180 გ კარაქი, დარბილებული
  • 150 გ შაქარი
  • 3/4 კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1/3 ჩაის კოვზი ლიმონის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 3 დიდი კვერცხი, ათქვეფილი
  • 200 გ ფქვილი
  • 2-3 სუფრის კოვზი რძე
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი, მოსაყარელად
  • ნაყინი ან ათქვეფილი ნაღები-სუფრაზე მისატანად

მომზადების წესი:

  1. გულსართი: გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე.
  2. 1,2 ლ მოცულობის საცხობ ყალიბს წაუსვით კარაქი და ლანგარზე მოათავსეთ.
  3. ჩააწყვეთ ვაშლის ნაჭრები,  მოაყარეთ ყავისფერი შაქარი, ლიმონის ცედრა, მოასხით ლიმონის წვენი და წყალი.
  4. ზედა ფენა: საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ მკრთალი ფერის ან კრემის სისქისა არ გახდება. შეათქვიფეთ ვანილის და ლიმონის ექსტრაქტი.
  5. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები, ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილი, ყოველი კვერცხის დამატებისას.
  6. შეურიეთ დარჩენილი ფქვილიც და იმდენი რძე, რომ მიიღოთ რბილი, ნამცხვრისთვის შესაფერისი ცომი.
  7. ცომი კოვზით დაადეთ ვაშლებს და ზედაპირი თანაბრად მოასწორეთ.
  8. შედგით ღუმელში და 40-45 წუთი აცხვეთ, სანამ ხილი არ მომზადდება და ცომი ოქროსფერი გახდება.
  9. მოაყარეთ შაქრის პუდრი.
  10. სუფრაზე მიიტანეთ თბილი, ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად.