ვაშლის მადისაღმძვრელი ღვეზელები

633

ვაშლი თხევად ცომში – ნამდვილი საოცრებაა!

ხრაშუნა გარსი, არომატული დარიჩინი, რაც მთავარია სწრაფად და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები

  • 3 ვაშლი
  • 2 კვერცხი
  • 100მლ რძე
  • 2-3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 250გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ჩაის კოზი დარიჩინი
  • მწიკვი მარილი და 1გ ვანილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, რძე, ზეთი, ვანილი და მარილი. კარგად ათქვიფეთ, მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ისევ მოურიეთ.

2.გარეცხეთ და დაჭერით ვაშლი.

3.შაქარს დაუმატეთ დარიჩინი. ამოავლეთ ვაშლი ამ მასაში.

4.ამოავლეთ ვაშლი ცომში და შეწვით ზეთში.

5.გემრიელად მიირთვით!