ტორტი ვაფლით და ორცხობილით, გამოდის საოცრად ხრაშუნა და გმრიელი. მისი მომზადება ძალიან მარტივია.
ინგრედიენტები
- ორცხობილა 0,5კგ
- ვაფლის მზა კორჟები 1 შეკვრა
- შედედებული რძე 1 ქილა
- კარაქი 200გ
- არაჟანი 500გ
- შაქარი 1 ჭიქა
- კაკაო 3 სუფრის კოვზი
მინანქრისთვის
- კაკაო 3 სუფრის კოვზი
- შაქარი 3 სუფრის კოვზი
- რძე 3 სუფრის კოვზი
მომზადება
- მოვამზადოთ კრემი შედედებული რძით და კარაქით: შედედებული რძე და ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად ათქვიფეთ.
- მოვამზადოთ არაჟნის კრემი: არაჟანს დაუმატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ.
- ავაწყოთ ტორტი.
- პირველი ფენა – ვაფლი – წაუსვით შედედებული რძის კრემი. მეორე ფენა ორცხობილა და წაუსვით არაჟნის კრემი. ამ მეთოდით ააწყვეთ ტორტი, ბოლო ფენად გამოიყენეთ ვაფლი.
- მოვამზადოთ მინანქარი: ქვაბში მოათავსეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი რძე, 3 სუფრის კოვზი კაკაო და მოხარშეთ შესქელებამდე. გააგრილეთ და დაუმატეთ 50გ კარაქი.
- მოასხით დესერტს მინანქარი.
- მინანქის ნაცვლად შეგიძლიათ ტორტს მოასხათ კრემი.
- გააფორმეთ ტორტი გახეხილი შოკოლადით, თხილით, ნიგოზით, ტკბილეულით, ათქვეფილი ნაღებით, ხილით.
გემრიელად მიირთვით!