ინგრედიენტები
- ბეკნი 8 ცალი
- ნეკერჩხლის სიროპი ან თაფლი 3 სუფრის კოვზი
- პომიდორი 2 ცალი
- მაიონეზი 1/4 ჭიქა
- სალათის ფურცელი 4 ცალი
- ვაფლი 8 ცალი
- შავი წიწაკა 1/2 ჩაის კოვზი
მომზადება
- გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ცხაურს შემოახვიეთ ფოლგა.
- მეტალის ცხაურზე დაალაგეთ ბეკონი, მოასხით სიროპი და მოაყარეთ წიწაკა. გამოაცხეთ 25 წუთი.
- ვაფლებს ერთი მხრიდან წაუსვით მაიონეზი, ზემოდან მოათავსეთ ბეკონი, პომიდორი, სალათი და დააფარეთ ვაფლი.
გემრიელად მიირთვით!