ვანილის ტორტი ფქვილის გარეშე

634

გემრიელი ცხობილა ფქვილის გარეშე – ეს დესერტების საერთოდ სხვა კატეგორიაა. გლუტენის აუტანლობა იშვიათად გვხვდება, მაგრამ ასეთი დესერტები მაინც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

დეკორისთვის მე გამოვიყენე ცუკატები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფანტააზიით მორთოთ.

ინგრედიენტები

  • თეთრი შოკოლადი 250გ
  • ვანილის ექსტრაქტი 2 ჩაის კოვზი
  • კარაქი 60გ
  • მარილი გემოვნებით
  • შედედებული რძე 20გ
  • ნუტელა 80გ
  • თხილი 40გ
  • ნუშის ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 4 ცალი
  • სიმინდის სახამებელი 2,5 სუფრის კოვზი
  • ნაღები 480მლ
  • შაქარი 75გ
  • რძიანი შოკოლადი 30გ
  • ნუში 30გ
  • ცუკატები

მომზადება

1.წყლის აბაზანაზე გაალღვე 90გ თეთრი შოკოლადი 40გ კარაქთან ერთად, ასევე 30მლ ნაღები.

2.ათქვიფეთ 4 კვერცხის გული 1 სუფრის კოვზ შაქართან და 1 ჩაის კოვზ ვანილის ექსტრაქტთან ერთად. დაუმატეთ ნუშის ფქვილი, სიმინდის სახამებელი და მოურიეთ.

3.ათქვიფეთ კვერცხის ცილა 60გ შაქართან ერთად. ცილას დაუმატეთ გული და შოკოლადი.

4.მიღებული კრემი გამოაცხვეთ 15 წუთი 160 გრადუსზე.

5.რძიანი შოკოლადი გაალღვეთ ნუთელასთან და კარაქთან ერთად. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნუში და თხილი და მოურიეთ.

6.ფორმაში ჩაასხით მასა და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

7.გაალღვეთ დარჩენილი თეთრი შოკოლადი კარაქთან და შედედებლ რძესთან ერთად. ჩაასხით 80მლ ნაღები და ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, მოურიეთ.

8.ათქვიფეთ 375მლ ნაღები და შეაერთეთ შოკოლადის მასა.

9.ფირფიტა დაჭერით 4 ნაწილად და წაუსვით კრემი.

10.რულეტის ფორმა მიეცით ფირფიტას. მიღებული კი მოათავსეთ შოკოლადის ფირფიტაზე. მოაყარეთ ცუკატები.

მზად არის. გემრიელად მიირთვით!