ვამზადებთ ნაზ ხაჭოკვერას რძით. სასაუზმოდ იდეალურია

1149

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხაჭოკვერას მომზადების მარტივ რეცეპტს. ასე კიდევ უფრო გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 400 გრ ხაჭო
  • ½ რძე
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • მწიკვი გამაფხვიერებელი და მარილი
  • კარაქი და მცენარეული ზეთი გემოვნებით (შესაწვავად)

მომზადების წესი:

  1. ხაჭო, კვერცხი და რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. ცალკე გაცრილი ფქვილი, შაქარი, ვანილის შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ.
  3. მშრალი ინგრედიენტები კვერცხის მასას ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ, მუდმივად აურიეთ. ერთგვაროვანი ცომი უნდა მიიღოთ.
  4. ტაფაზე 1 კოვზი ცომი დაასხით და ხაჭოკვერა მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.
  5. სუფრაზე არაჟანთან ან მურაბასთან ერთად გაიტანეთ.
  6. გემრიელად მიირთვით!