ელვისებური სისწრაფით მომზადებული ვახშამი – გაიმარტივეთ საქმე!

774

დღევანდელი რეცეპტი, მარტივი ტექნიკით გაგაოცებთ.

ინგრედიენტები

  • 500გ ფარში
  • 1 ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა და იტალიური სანელებლები
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 100გ მდნარი ყველი
  • პომიდორი
  • 1 სუფრის კვზი მაიონეზი

მომზადება

1.კარგად მოზილეთ ფარში. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები.

2.ცალკე ჯამში გახეხეთ კვერცხი და დაუმატეთ მდნარი ყველი.

3.წვრილ კუბიკებად დაჭერით პომიდორი და დაუმატეთ კვერცხის მასას.

4.მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით მაიონეზი. ერთგვაროვან მასად აქციეთ მორევის საშუალებით.

5.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ფოლგით. მასზე მოათავსეთ ფარშის ფირფიტები, ზემოდან მოათავსეთ შიგთავსი.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!