დამწნილებული პომიდორი ნივრით, ქილაში

634

მთავარი პლიუსი ის არის, რომ პომიდორი 3 დღეში უკვე მზად არის. რათქმაუნდა 1 დღის შემდეგ ის შედარებით ტკბილია, მაგრამ შემდეგ უკვე ჯდება გემოზე. ვახშამი ვერ წარმომიდგენია დამარინადებული პომიდვრის გარეშე.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 1კგ
  • ჯანჯაფილის ფოთლები 2 ცალი
  • კამა
  • წყალი 1ლ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • ნორი 1 ცალი
  • ალუბლის ფოთლები 4-6 ცალი
  • ოხრახუში
  • მარილი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.უმჯობესია გამოიყენოთ პატარა პომიდვრები.

2.გარეცხეთ ბოსტნეული და გააშრეთ. რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით და გადაიტანეთ პომიდორი ქილაში.

3.ცივ წყალში გახსენით მარილი და შაქარი. მიღებული სითხე მოასხით პომიდორს. გაასუფთავეთ ნიორი. გაჭერით ნივრის კბილები შუაზე და მოათავსეთ ქილაში.

4.დაჭერით მწვანილი. პომიდორზე გადაანაწილეთ და დააფარეთ ზემოდან თეფში. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

გემრიელად მიირთვით!