დამარინადებული ხახვი ქაშაყისთვის

1293

თქვენც გიყვართ ქაშაყი? ხახვთან ერთად! უგემრიელესია ნამდვილად. თუ მას სწორად დაამარინადებთ საოცარ შედეგს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • ხახვი 2-3 ცალი
  • წყალი 250მლ
  • ძმარი 2-3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით.

2.ღრმა ჯამში მოათავსეთ წყალი, ძმარი, შაქარი.

3.ხახვი მოათავსეთ ჯამში მარინადთან ერთად 30 წუთი.

4.ხახვი გადაიტანეთ თუშფალანგზე, რათა ჩამოიწრიტოს სითხე.

5.ხახვს მოაყარეთ წიწაკა და მოასხით ზეთი. მოურიეთ და დაელოდეთ 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!