გოგრის პურის რეცეპტი

1866
Homemade pumpkin butter with pumpking bread on the table.

გოგრა-ბოსტნეულია, რომელიც კულინარიაში ფართოდ გაიმიყენება. მისგან ამზადებენ, როგორც ნოყიერ ფაფებს ასევე მსუბუქ დესერტებსაც კი.

გოგრა ორგანიზმს С და В ვიტამინით ამარაგებს. ასევე მისი დიდი რაოდებობა შეიცავს პექტინს, კალციუმს, კაროტინს, რკინასა და სპილენძს.

გოგრაში ასევე ვხვდებით თუთიის მარილებს და ვიტამინ Е,რომელიც ანელებს დაბერების პროცესს. ამიტომაც მის ნებისმიერ კერძში დამატებით მას ჯანსაღად აქცევთ.

გოგრა პურს ძალიან კარგ ფერს და გემოს აძლევს. სცადეთ და მოამზადეთ ჩვენი რეცეპტის მიხედვით.

გოგრის პური

ინგრედიენტები:

  • 1კგ გოგრა
  • 50გ საფუარი
  • 0.5 ჩაის კოვზი მარილი
  • 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1კგ ფქვილი

მომზადება

1.გაასუფთავეთ გოგრა. დაჭერით. მოხარშეთ. ნახარში გადაასხით, ხოლო გოგრა კი ათქვიფეთ ბლენდერის მეშვეობით. თქვენ უნდა გამოგივიდეთ დაახლოებით 0.5ლ გოგრის  პიურე.

2. დაამატეთ მცენარეული ზეთი. უკეთესია ზეითუნის ზეთი, რადგან პური იქნება უფრო არომატული.

3.შემდეგ დაამატეთ მარილი, შაქარი,საფუარი და ცოტაოდენი ფქვილი. დაელოდეთ ნახევარი საათი.

4.თანდათანობით შეურიეთ დარჩენილი ფქვილი. მიღებილი ცომი გაყავით ორ ნაწილად იმისათვის, რომ გამოგივიდეთ ორი პური. ცომის გუნდები მოათავსეთ მცენარეული ზეთით გაცხიმიანებულ გამოსაცხობ ფორმებში. გამოაცხვეთ პური 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.

გოგრის თესლით პური კიდევ უფრო გემრიელი და სასარგებლო იქნება. შეგიძლიათ თესლი დაამატოთ ცომში და ასევე მოაყაროთ თავზე. გოგრის თესლი შეიცავს А და Е ვიტამინს, რომლებიც პასუხს აგებენ კანის ახალგაზრდობაზე, ფრჩხილისა და თმის ჯანმრთელობაზე. თამამად დაამატეთ გოგრა კერძებში. ის ჯანსაღი ვიტამინების, მინერალების, მცენარეული ცხიმებისა და ცილების წყაროა.