ეს ნამცხვარი სამხრეთ გერმანიაში (ელზასში), ასევე ავსტრიასა და შვეიცარიაში შეიქმნა. ის ტკბილი პური უფროა, ვიდრე ნამცხვარი.საუკეთესო დესერტია ჩაისთან და ყავასთან.
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა (450 გ) ფქვილი
- 150 გ შაქარი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 14 გ მშრალი საფუარი ან 30 გ ახალი საფუარი
- 200 მლ თბილი რძე
- 200 გ უმარილო კარაქი (დამდნარი და გაცივებული)
- 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 4 კვერცხი, ათქვეფილი
- 1/2 ჭიქა ქიშმიში
- 3/4 ჭიქა მოცხარი
- 1/2 ჭიქა ნუში (მსხვილად დაჭრილი)
- 1/2 ჭიქა (50 გ) სხვადასხვა ციტრუსის ცედრა.
- 1 ს/კ ლიმონის გახეხილი ცედრა
- შაქრის პუდრი (მოსაყრელად)
ულუფა:8-10
მომზადება: 30 წუთი + 1 3/4 საათი გაფუებისთვის
ცხობა: 50-60 წუთი
მომზადების წესი:
- ფქვილი, შაქარი და მარილი მიქსერით კარგად აურიეთ. თუ სწრაფად ხსნადი საფუვრის გამოყენებას აპირებთ, პირდაპირ მოაფრქვიეთ ფქვილის ნარევს და დაბალ სიჩქარეზე აურიეთ.
- თუ მშრალ საფუარს გამოიყენებთ, მაშინ ის ჯერ უნდა გააქტიუროთ: მოათავსეთ ჯამში, თბილი რძე დაასხით და დააბლენდერეთ. ფქვილს რძე, საფუვრის ნარევი, კარაქი, ვანილი და კვერცხი დაამატეთ. 3-4 წუთის განმავლობაში ზილეთ – ნაზი და ელასტიკური ცომი უნდა მიიღოთ. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ.
- შეაზილეთ ქიშმიში, მოცხარი, ნუში და ციტრუსის ცედრა.
- ცომი მოაგუნდავეთ.
- დიდ თასს ზეთი მოუსვით და მასში გადაიტანეთ. დააფარეთ ტილო და 1 საათით თბილ ადგილზე დადგით. ამასობაში ცომი აფუვდება.
- კექსის საცხობ ფორმას (24 სმ) ზეთი ან კარაქი წაუსვით, დარწმუნდით, რომ ფორმის კიდეები კარგადაა დაზეთილი.
- ქიშმიშიანი ცომი მსუბუქად გადაზილეთ და ფორმაში გადაიტანეთ და ისევ თბილ ადგილზე დადგით ასაფუებლად (დაახლოებით 45 წუთი).
- ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
- აცხვეთ 50-60 წუთის განმავლობაში.
- 10 წუთით ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ კი ცხაურზე ამოაპირქვავეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრი.
- შეგიძლიათ, თბილივე მიირთვათ.