Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ სამკუთხა ღვეზელის რეცეპტს, რომელიც მეორე დღესაც რბილი დარჩება.
ძალიან გემრიელი, ფუმფულა ღვეზელი არომატული შიგთავსით მარტივად მზადდება.
ინგრედიენტები
საფუარისთვის:
- 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
- 50 მლ სუფთა წყალი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 11 გრ მშრალი საფუარი
ცომისთვის:
- 600 გრ ხორბლის ფქვილი
- 150 გრ შაქარი
- 2 კვერცხი
- 50 გრ კარაქი
- 200 მლ არაჟანი
- 30 მლ მცენარეული ზეთი
- 1 პაკეტი ვანილის შაქარი
- 1 ჩ/კ მარილი
შიგთავსისთვის:
- 800 გრ ფხვიერი ხაჭო
- 150 გრ შაქარი
- 1,5 ს/კ მანანის ბურღული
- 50 გრ ქიშმიში
- 1 კვერცხი
- 1 პაკეტი ვანილის შაქარი
- 1 ლიმონის ცედრა
- მწიკვი მარილი
როგორ მოვამზადოთ ღვეზელი ხაჭოს შიგთავსით
თავდაპირველად საფუარი მოამზადეთ
- თასში ოთახის ტემპერატურის წყალი ჩაასხით. მშრალი საფუარი და შაქარი დაუმატეთ.
- ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- 15 წუთით გააჩერეთ.
საფუარი გააქტიურდა, ახლა ცომი მოამზადეთ
- ცომისთვის ყველა პროდუქტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. საფუარის მასას ვანილის შაქარი და მარილი დაუმატეთ. აქვე კვერცხი ჩაატეხეთ და არაჟანი დაუმატეთ (20% ცხიმიანობის არაჟანი).
- გამდნარი კარაქი და შაქარი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. მოზელვის პროცესში ულუფებად მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
- ცომი მაგიდაზე გადაიტანეთ და კიდევ 3-4 წუთით მოზილეთ. ცომი ოდნავ წებოვანი გამოვა.
- ცომი თასში გადაიტანეთ, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ. პარკი ან პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ (ცომი მოცულობაში 3-ჯერ გაიზრდება).
შიგთავსი მოამზადეთ
- თასში ხაჭო და ქიშმიში (ქიშმიში სურვილისამებრ) მოათავსეთ. ქიშმიში წინასწარ ცივ წყალში გარეცხეთ და გააშრეთ.
- შიგთავსს მწიკვი მარილი და ვანილის შაქარი დაუმატეთ.
- მანანის ბურღული და შაქარი დაუმატეთ (შაქარი გემოვნებით).
- 1 ლიმონის ცედრა გახეხეთ.
- კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
ღვეზელი გააკეთეთ
- ფქვილ მოყრილ მაგიდაზე ცომი გადაიტანეთ. ცომი 1-2 წუთით მსუბუქად ჩაზილეთ და თანაბარ ნაწილებად (16 ნაწილი) დაყავით.
- ცომის ნაჭრები ბურთებად გააფართოვეთ. თხელ კვერებად გააბრტყელეთ და 1 ს/კ შიგთავსი დაუმატეთ.
- კვერი შიგთავსით სამკუთხედად გადაკეცეთ.
- საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მზა ღვეზელი გადაიტანეთ.
- ამრიგად, ყველა ღვეზელი გააკეთეთ.
- ღვეზელებს კვერცხის და მცენარეული ზეთის ნარევი წაუსვით.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ (შესაძლოა უფრო დიდხანს, თქვენს ღუმელზეა დამოკიდებული).
- მზა ღვეზელი სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!