თუ არ გაქვთ თავისუფალი დრო, მაგრამ გინდათ მოამზადოთ გემრიელი სადილი, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის!
საოცარი გემო და არომატი, ნოყიერი და გემრიელი.
ინგრედეიენტები
- კარტოფილი 5 ცალი
- ქათმის ბარკალი 8 ცალი
- ხახვი 2 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- კომბოსტო 400გ
- ნიახური (სურვილისამებრ) 1 ცალი
- მცენარეული ზეთი
მარინადი ქათმისთვის
- იტალიური სანელებლები 1 ჩაის კოვზი
- პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
- შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
- სოიოს სოუსი 2 სუფრის კოვზი
- მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი
მარინადი ბოსტნეულისთვის
- არაჟანი 1 სუფრის კოვზი
- მაიონეზი 1 სუფრის კოვზი
- ტომატ პასტა 1 სუფრის კოვზი
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- მარილი გემოვნებით
- ნიორი 3-5 კბილი (სურვილისამებრ)
მომზადება
- მოვამზადოთ მარინადი ქათმისთვის.
- ამისათვის პაპრიკა, მარილი, შავი წიწაკა და იტალიური სანელებლები აურიეთ ერთმანეთს.
- მოასხით სოიოს სოუსი და მცენარეული ზეთი.
- მოურიეთ და მიღებული მარინადი მოასხით ბარკლებს.
- კარგად წაუსვით მარინადი ქათამს და დაელოდეთ.
- სანამ ველოდებით ხორცს, მოვამზადოთ ბოსტნეული.
- დაჭერით ხახვი მეოთხედ რგოლებად, სტაფილო მრგვლად.
- კარტოფილი დაჭეით დიდ კუბიკებად, კომბოსტო კი ფირფიტებად.
- დიდ ნაჭრებად დაჭერით ბულგარული წიწაკა და ნიახურის ღერო მრგვლად.
- დიდ ჯამში მოათვსეთ დაჭრილი ბოსტნეული (ხავი მოათვსეთ მხოლოდ 1/4), მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
- მოამზადეთ მარინადი ბოსტნეულისთვის.
- არაჟანს დაუმატეთ მაიონეზი და ტომატ პასტა.
- მოურიეთ და დაუმატეთ სოუსი და შაქარი.
- კარგად გადაურიეთ ბოსტნეულს სოუსი.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი.
- ძირზე მოათავსეთ ხახვი.
- ხახვის ფენაზე დაალაგეთ ბარკლები.
- ზემოდან მოფანდეთ დაჭრილი ბოსტნეული.
- შეგიძლიათ ბოსტნეულს დაუმატოთ ნივრის რამდენიმე კბილი.
- მოაყარეთ დაჭრილი მწვანი და მოასხით 2-3 სუფრის კოვზი წყალი.
- დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50-60 წუთი.
გემრიელად მიირთვით!