ხორციანი კერძი კარტოფილით და განუმეორებელი სოუსით.
ინგრედიენტები
- ნებისმიერი ხორცი 800გ
- კარტოფილი 1კგ
- ნიორი 2-3 კბილი
- სოიოს სოუსი 2-3 სუფრის კოვზი
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
- მწარე წითელი წიწაკა გემოვნებით
- მცენარეული ზეთი 50მლ
- მწვანილი
მომზადება
- კერძი უნდა მოამზადოთ სქელ ძირიან ქვაბში.
- ჩაასხით მცენარეული ზეთი და გააცხელეთ.
- ხორცი (მე ვიყენებ ცხვრი ნეკნებს) მოათავსეთ გაცხელებულ ზეთში და შეწვით მაღალ ცეცხლზე.
- როცა ხორცი ყველა მხრიდან შეიწვება, ჩაასხით წყალი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ხორცი.
- დააფარეთ თავზე და დაელოდეთ.
- მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დაქუცმაცებული ნიორი.
- მოაყარეთ წიწაკა, პაპრიკა და მოასხით სოიოს სოუსი.
- მოურიეთ და დაუმატეთ კარტოფილი.
- მოხარშეთ კარტოფილის მზადებამდე.
- ამოიღეთ კარტოფილი და მოათავსეთ თეფშზე.
- ზემოდან გადაანაწილეთ ხორცი, მოასხით ქვაბში არსებული სოუსი.
- მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!