გემრიელი ეკლერი რბილი კრემით

1881

გაახარეთ თქვენი ოჯახის წევრები გემრიელი ტკბილეულით.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 3 კვერცხი
  • 75გ აკარაქი
  • 95გ გაცრილი ფქვლი
  • მარილი
  • 215მლ წყალი

კრემისთვის

  • 500მლ რძე
  • 180გ შაქარი
  • 3 გული
  • 40გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი

მომზადება

  1. გაალღვეთ კარაქი და ჩაასხით 215მლ წყალი.
  2. აადუღეთ ისე, რომ სრულად გალღვეს კარაქი და წყალი ადუღედს.
  3. ადუღებისთანავე დდაუმატეთ ფქვილი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  4. აიღეთ ხის კოვზი და კარგად მოურიეთ ცომს. მორევით გაასქელეთ.
  5. ამის შემდეგ ცომს მოაყარეთ მარილი, ღრმა ჯამში ჩაასხით ცივი წყალი ან ჩაყარეთ ყინულები, ცომის ჯამი 3/4 ძე ჩაუშვით ცივ წყალში.
  6. ცალკე ათქიფეთ კვერცხი. როცა მასა გაგრილდება დაუმატეთ კვერცხი (ამ პროცესისას არ შეწყვიტოთ თქვეფა).
  7. ცომი უნდა გამოგივიდეთ საშუალო კონსესტენციის.
  8. პერგამენტის ქაღალდზე, საკონდიტრო ნემსის მეშვეობით დაასხით ეკლერები.
  9. ეკლერებს შორის დაიცავით დისტანცია.
  10. გამოაცხვეთ 20-25 წუთი 200 გრადუსზე. შემდეგ 160 გრადუსზე 10-15 წუთი.
  11. ცხობისას არ გამოაღოთ ღუმელი.
  12. ჯამში მოათავსეთ 90გ შაქარი და ვანილი. მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ.
  13. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  14. ცალკე ჯამში ფქვილს დაუმატეთ შაქარი. ჩაასხით კვერცხის გული და კარგად ათქვიფეთ.
  15. ინტენსიურად ურიეთ, ჩაასხით ცხელი რძე. უნდა გამოგივიდეთ ერთგვაროვანი მასა.
  16. ეს მასა ჩაასხით ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ შესქელებამდე, არ შეწყვიტოთ თქვეფა.
  17. დაუმატეთ 40გ გამღვალი კარაქი და ისევ მოურიეთ.
  18. მზა ეკლერი გააგრილეთ და ამოავსეთ კრემით.
  19. მინანქრისთვის გაალღვეთ შოკოლადი კარაქთან ერთად და მოასხით ეკლერებს.

გემრიელად მიირთვით!