გემრიელი და სასარგებლო ჭინჭრის მხალი

3888

ჭინჭრის სა­სი­კე­თო თვი­სე­ბე­ბი ფარ­თო­დაა ცნო­ბი­ლი. ეს მცე­ნა­რე უამ­რავ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს. საქართველოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს ჭინჭრის მხალი. ამ მსუსხავი მცენარისგან უგემრიელესი კერძი გამოდის. სწორედ იმ ზემოთხსენებულ, პოპულარულ ჭინჭრის მხალის რეცეპტს გთავაზობთ…

ინგრედიენტები: 

  • ჭინჭარი – 1 კგ
  • ხახვი – 2-3 თავი
  • ქინძი – 100 გ
  • კვერცხი -2 ცალი
  • ღორის ქონი – 50 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ახლად დაკრეფილი ჭინჭარი გავასუფთავოთ, მოვაცილოთ ღეროები და წვერები, გავრეცხოთ და გავთუთქოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში.
  2. გადავიტანოთ საწურზე, გავაგრილოთ, გავწუროთ და დავჭრათ.
  3. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე ღორის ქონში.
  4. დავუმატოთ ჭინჭარი და გავაგრძელოთ მოშუშვა.
  5. გამზადებულს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და შევაზავოთ მარილით. კარგად მოვურიოთ, მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი და კიდევ დავტოვოთ ცეცხლზე.
  6. 3 წუთის შემდეგ კერძი მზადაა.