გემრიელი და მადისაღმძვრელი ხორცის რულეტი სოკოთი. კერძი, რომელსაც ძალიან ხშირად მოამზადებთ

1428

თუ უკვე გამოგელიათ ფანტაზია ღორის ხორცთან დაკავშირებით და აღარ იცით მისგან რა მოამზადოთ, მაშინ ეს კერძი აუცილებლად უნდა მოხვდეს თქვენს კულინარიულ ჟურნალში. გასტრონომია გასწავლით როგორ მოამზადოთ ღორის ხორცისგან მეტად ორიგინალური და გემრიელი კერძი.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 150 გ ქამა სოკო
  • 3 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. ქინძი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი, დაფქული წიწაკა
  • ზაფრანა, კამა

მომზადების წესი:

  1. ნიორი დავჭყლიტოთ ან წვრილად დავჭრათ. ნივრის ნახევარს  შევურიოთ მარილი, დაფქული წიწაკა, ქინძი და მიღებული ნარევი წავუსვათ ხორცის ნაჭერს ( თუ ხორცის ნაჭერი სქელია, დავბეგვოთ, რულეტის მსგავსად შეხვევა რომ შევძლოთ).
  2. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, შევწვათ დარჩენილი ნიორი, შემდეგ  დავუმატოთ დაჭრილი ქამა სოკო, გავაგრძელოთ შეწვა 5 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ დაჭრილი კამა, მოვაყაროთ მარილი, ავურიოთ და გადმოვიღოთ ცეცხლიდან. ხორცის ნაჭერზე გადავიტანოთ სოკოს ნარევი, შევახვიოთ რულეტის მსგავსად და შევკრათ. ხორცი  შევწვათ ღუმელში 150-180 გრადუს ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში ყავისფერ შეფერილობამდე. მაგიდასთან მივიტანოთ რგოლებად დაჭრილი.