გემრიელ ბორშს შაქრის და ძმრის გარეშე ვერ გააკეთებთ

874

რაც უფრო პოპულარულია კერძი, მით მეტი მომზადების ვარიანტი არსებობს. სწორედ ამიტომ, ყველა სამზარეულოში ბორშის მომზადებას თავისი მახასიათებლები, პროპორციები და საიდუმლო ინგრედიენტები აქვს. ასე დიასახლისის მაგიდაზე უნიკალური შედეგი ხვდება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ბორშის ხარშვის ნაკლებად ცნობილ თავისებურებას. რატომ უმატებს ზოგიერთი დიასახლისი ბორშს შაქარს და ძმარს? ღირს ამ საკმაოდ უცნაურ მეთოდს მიბაძოთ?

„ხშირად მსმენია, რომ ბორშს შაქარი არ უნდა დავუმატოთ, რადგან კომპოტი არაა. აი, დედა სხვა აზრზეა. ბორშის მოსამზადებლად არა მხოლოდ შაქარს, არამედ ძმარსაც იყენებს. ზუსტად იცის, რას იძლევა ეს ინგრედიენტები“ – წერს ქეთი.

„ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რატომ უნდა დაუმატოთ შაქარი, კერძის არასაკმარისი სიტკბოა. თუ ბორშის გემო დაბალანსებული არაა, დამატებითი ინგრედიენტების ხარჯზე (შაქარი და ძმარი) ბალანსს მიაღწევთ.

რის გამო აკლია ბორშს ბალანსი? მაგალითად, იმიტომ, რომ საკმარისი „ტკბილი“ ბოსტნეული არ დაუმატეს. ჭარხალი, სტაფილო და ხახვი საკმარისად არაა. ამ დეფიციტს შაქარი ანაზღაურებს.

პრობლემა შეიძლება ისიც იყოს, რომ თავად ბოსტნეულები, რომლებიც ქვაბში ხვდება, საკმარისად ტკბილი არაა. როგორც წესი, ყურადღება პირველ რიგში ჭარხალს უნდა მიაქციოთ, რომელიც ბორში დომინირებს. თუ ჭარხალი ტკბილი არაა, შეჭამანდი უტკბილო გამოვა.

თუ ჭარბი რაოდენობის პომიდვრის გამო ბორში მჟავე ხდება, ესეც მიზეზია, რომ ქვაბს კოვზი შაქარი დაუმატოთ. მართალია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მეთოდი მხოლოდ ნატურალური პომიდვრის წვენის ან პომიდვრის გამოყენებისას მუშაობს. თუ ბორშს პომიდვრის პასტას უმატებთ, მასში სიტკბო ისედაც არის. სწორედ ამიტომ, შაქრით სიტუაციის გამოსწორება არ სჭირდება.

საიდუმლო არაა, რომ მარილი გემოს აძლიერებს. იგივე შაქარზეც ითქმის. ბორშისთვის როლების ასეთი განაწილება აქტუალურია. ცოტა შაქარს ბორშს უფრო გაჯერებულს ხდის, ხორცის ბულიონის გემოს აუმჯობესებს.

რაც შეეხება ძმარს, ბორშს უფრო კაშკაშას, შინდისფერს ხდის. მჟავე გარემო სანელებლებს და ბოსტნეულებს უკეთ გახსნაში ეხმარება, ბულიონი მდიდარი და სურნელოვანი გამოდის. მჟავე კომბოსტოს გარეშეც სასიამოვნო სიმჟავე ჩნდება, რომელიც ბორშში ყოველთვის ფასობს. მთავარია, რომ ძმარი ზედმეტი არ მოგივიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის გამოსწორება იმავე შაქრით მოგიწევთ“ – წერს ქეთი.

მკითხველის საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა, როგორ დავაბალანსოთ ბორშის გემო და ქვაბს ჰარმონია შევმატოთ. ვიმედოვნებთ, ხრიკები გამოგადგებათ.