გატენილი წიწაკა: კლასიკური რეცეპტი

1608

ფარშირებული წიწაკა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში მოამზადოთ, განსაკუთრებით იმ სეზონზე, როცა წიწაკა, თავისი ფასით, ნებისმიერი ოჯახისთვისაა ხელმისაწვდომი. წიწაკის გატენვა შეიძლება სხვადასხვა შიგთავსით: ბრინჯიანი სტაფილოთი, უბრალოდ ბოსტნეულით ან ფრინველის ხორციანი ბოსტნეულით. ამ რეცეპტში ჩვენ ტრადიციული შიგთავსი – ხორცის ფარში ბრინჯით გამოვიყენეთ.

გატენილი წიწაკა

ინგრედიენტები

  • მარილი
  • 12 ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

შიგთავსისთვის

  • 350 გ ხორცის ფარში
  • 3-4 ღერო ოხრახუში და კამა
  • 150 გ ბრინჯი
  • 1 თავი ხახვი

სოუსისთვის

  • 600-800 მლ 10%-იანი ნაღები
  • 3-4 ფოთოლი ოხრახუში და კამა
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 ს.კ. ტომატ-პასტა

მომზადება

1. გარეცხეთ წიწაკა, მოაჭერით თავი და ფრთხილად ამოაცალეთ შიგთავსი. თავები შეინახეთ.

2. ბრინჯი კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში და ხარშეთ ნახევრად მომზადებამდე, 7 წუთით. ჩაყარეთ ბრინჯი საწრეტზე, დაწურეთ სითხე. თავიანი ხახვი დააქუცმაცეთ. მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით. შეწვით ხახვი მცენარეულ ზეთზე, ოქროსფრის მიღებამდე, 3 წუთით. დაუმატეთ მწვანილი და შეწვით კიდევ 1 წუთით. შეურიეთ ბრინჯი, ფარში და ხახვი მწვანილს. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

3. გატენეთ წიწაკები მიღებული მასით, დაახურეთ გადადებული თავები.

4. მოამზადეთ სოუსი. ხახვი და ნიორი გაფცქვენით, მწვანილი გარეცხეთ და გააშრეთ. წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი და მწვანილი. შეწვით ხახვი და ნიორი მცენარეულ ზეთზე, 2 წუთით. დაუმატეთ ტომატ-პასტა. ჩაასხით ნაღები, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

5. ამზადეთ ნელ ცეცხლზე, 7 წუთით. ჩაყარეთ მწვანილი. მოურიეთ და გამორთეთ ცეცხლი.

6. გატენილი წიწაკები მოათავსეთ განიერ ქვაბში, ჩაასხით სოუსი და ამზადეთ ნელ ცეცხლზე, თავდახურული, 35 წუთის განმავლობაში.

გადმოალაგეთ წიწაკები თეფშებზე, მოასხით სოუსი და გემრიელად მიირთვით!