განუმეორებელი ღვეზელები – აუცილებლად ჩაინიშნეთ!

1011

ღვეზელის ცხობა – ნამდვილი ხელოვნებაა. განსაკუთრებით რთულია საფუარიანი ცომით. მას ბევრი ყურადღება და სიფრთხილე უნდა. კეფირზე მომზადებულ ცომთან მუსაობა უმარტივესია. ამ ცომით მომზადებული ღვეზელები ღვიძლით და კარტოფილით განუმეორებელია!

ამ რეცეპტით მომზადებული ღვეზელი ურბილესი და უგემრიელესია. მთავარია – სწორად შეწვათ. აუცილებლად აკონტროლეთ ზეთის ტემპერატურა.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • ქათმის ღვიძლი 300გ
  • ხახვი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 420მლ
  • კეფირი 250მლ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • კარტოფილი 500გ
  • სოდა 2,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.კეფირს დაუმატეთ არაჟანი, კვერცხის გული, შაქარი, 1 სუფრის კოვზი ზეთი და 1 ჩაის კოვზი მარილი. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და სოდა. მოზილეთ ელასტიური ცომი და დაასვენეთ 15 წუთი.

2.გაასუფთავეთ და მოხარშეთ კარტოფილი. დაჭერით ღვიძლი. გააცხელეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი და შეწვით ღვიძლი.

3.დააქუცმაცეთ ხახვი, დაუმატეთ ღვიძლი და შეწვით ერთად. გააგრილეთ და დააბლენდერეთ.

4.კარტოფილიდან გადააქციეთ წყლის ნაწილი, კარტოფილი აქციეთ პიურედ. დაუმატეთ ღვიძლი და კარგად მოურიეთ.

5.ცომი გააბრტყელეთ და ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი.

6.შეწვით ზეთში 2-3 წუთი ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!