განსაკუთრებული და გემრიელი ცხვრის ხორცის ჩახოხბილი

2412

დღეს გასწვალით ყველაზე მარტივ რეცეპტს გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად. მოამზადეთ საუკეთესო და უგემრიელესი კერძები ჩვენთან ერთად.

ცხვრის ხორცის ჩახოხბილი 

ინგრედიენტები:

  • ცხვრის ხორცი 1 კგ
  • ხახვი 4-5 თავი
  • პამიდორი 1 კგ
  • ქინძი და ოხრახუში 50-50 გ
  • პიტნა, ქონდარი და რეჰანი 20-20 გ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ცხვრის ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად.
  2. წვენი რომ დააშრება, დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
  3. საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ ერბო ან კარაქი.
  4. გავაგრძელოთ შუშვა.
  5. ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ ცოტა წყალი, რათა ხორცი არ მიიწვას, ხოლო 10 წუთის შემდეგ წინასწარ გაფცქვნილი და დაჭრილი მწიფე პამიდორი.
  6. ხორცი რომ მოიხარშება, დავამატოთ დაჭრილი წვანილი: ქინძი, ოხრახუში, პიტნა, ქონდარი, რეჰანი, მწვანე  წიწაკა და გემოვნებით მარილი.
  7. გამზადებულ კერძს წვენი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ცოტა, სუპივით არ უნდა იყოს.

გემრიელად მიირთვით!