გამომცხვარი ხახვი – ეს კერძი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ

1143
Onion gratin

თქვენ რას ფიქრობთ გამომცხვარი ხახვის შესახებ? და თუ თქვენც ჩემნაირად ვერ იტანთ ხავს, მერწმუნეთ ეს კერძი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. ეს რეცეპტი ჩემმა მეგობარმა ვერონიკამ გამიზიარა და იმ დღის შემდეგ მე მას ნებისმიერ დღესასწაულზე ვამზადებ.

საქმე იმაშია, რომ მწვანილთან და ყველთან გამომცხვარი ხახვი კარგავს სიმწარეს, მწარე არომატს და მისთვის დამახასიათებელ გემოს, ამ მეთოდით მომზადების შემთხვავაში თქვენი მიიღებთ საოცრად წვნიან და ამავდროულად ხრაშუნა ხახვს. რა შეგვიძლია ვთქვათ ყველზე? ის არის მართლაც, რომ ღვთაებრივი! ამ კერძის ღია ცეცხლზე მომზადებით საპიკნიკოდ შესაფერის კერძს მიიღებთ.

გამომცხვარი ხახვი ყველით

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ გამომცხვარი ხახვის რეცეპტს, რომელიც მოეწონება მათაც ვისაც არ უყვარს ხახვი.

ინგრედიენტები

  • 3 ხახვი
  • 100გ ყველი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი პროვანსული სანელებლები
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი, გარეცხეთ და დაჭერით მრგვლად, 5-7მმ სისქეზე.

2.შიგთავსისთვი აიღეთ ყველი დაჭერით ხახვის ნაჭრების ზომაზე. მეორე ვარიანტი – ყველი გახეხეთ წვრილად.

3.ხახვი მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ გამოსაცხობ ფორმაზე. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და პროვანსული სანელებლები, მოასხით ზეითუნის ზეთი.

4.ხახვზე მოათავსეთ გახეხილი ან გაუხეხავი ყველი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8-10 წუთით. ამ დროის განმავლობაშ ხახვი დარბილდება და დაკარგავს სიმწარეს, მაგრამ შეინარჩუნებს ხრაშუნა ზეაპირს, ხოლო ყველი – გალღვება.

5.სულ ეს იყო გამომცხვარი ხახვი ყველით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ამ ცხელი კერძის მომზადება შეგიძლიათ სულ რაღაც 10 წუთში. გამოდის ძალიან უცხო და გემრიელი. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.