გამომცხვარი ღორის ხორცი ვაშლით და ბოსტნეულით

822

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 2კგ
  • თაფლი 250გ
  • ვაშლი 2 ცალი
  • ნიახური 3 ცალი
  • ბრინჯი 200გ
  • თეთრი ნახევრად მშრალი ღვინო 100მლ
  • კეშიუ გემოვნებით
  • ქათმის ბულიონი 400მლ
  • დარიჩინი 0,5 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • სტაფილო 3 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 120მლ
  • ნიორი 3 კბილი
  • ძირა
  • კარაქი 30გ

მომზადება

  1. დაჭერით სტაფილო და დაუმატეთ დაჭრილ ნიახურს. მოაყარეთ ოხრახუში, ხახვი და კუბიკებად დაჭრილი ვაშლი.
  2. გამოსაცხობ ფორმას მოასხით ზეთი, მოათავსეთ ბოსტნეული და მოაყარეთ ნიორი.
  3. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაუმატეთ კარაქი.
  4. ხორცი ამოავლეთ მარილში, წიწაკაში და დარიჩინში. რამოდენიმე ადგილას ღრმად ჩაჭერით, ამ ნაჭრელებში მოათავსეთ ვაშლი და ყველა მხრიდან კარგად წაუსვით თაფლი. დაუმატეთ როზმარინი ან ძირა, გამოაცხეთ 120 გრადუსზე 2 საათი.
  5. ზეთში შეწვით ხახვი. მოაყარეთ ბრუნჯი, ჩაასხით ბულიონში ღვინო. მიირთვით ხორცთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!