გამომცხვარი ქათმის ფრთები კარტოფილით სოუსში. ცხელი კერძი და გარნირი ერთ თეფშზე

329

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მთელი ოჯახისთვის გემრიელი ვახშმის მომზადება ნამდვილი გამოწვევაა. კატლეტი წიწიბურას გარნირით მინიმუმ 40 წუთს ან 1 საათს მართმევს. მის ნაცვლად ვამზადებ ქათმის ფრთებს კარტოფილით. კერძის მომზადებაზე მხოლოდ 20 წუთს ვხარჯავ. სანამ ცხვება ჩემს საქმეს ვაკეთებ ან უბრალოდ ვისვენებ.

ხორცის და ბოსტნეულის კომბინაცია ერთ–ერთი საუკეთესოა. ამ კერძში ერთმანეთს იმდენად იდეალურად ავსებენ, რომ ზოგჯერ ყოველდღე მომზადება გვსურს. ქათმის ფრთები კარტოფილით შესანიშნავი კერძია სასადილოდ ან სავახშმოდ მთელი ოჯახისთვის. სუფრაზე პირდაპირ ფორმით შეგიძლიათ გაიტანოთ.

როგორ მოვამზადოთ ქათმის ფრთები კარტოფილით სოუსში

კერძი არა მხოლოდ სიმარტივით და მომზადების სიჩქარით, არამედ პროდუქტების ხელმისაწვდომით გვიზიდავს. თავად დააკვირდით: ფრთები ქათმის ყველაზე ბიუჯეტური ნაწილია, ბოსტნეულიც იაფია. ყაბაყი ბადრიჯნით, ბულგარული წიწაკით ან ხახვით შეგიძლიათ შეცვალოთ. ეს ბოსტნეული საერთოდ შეგიძლიათ ამოიღოთ, თუ სეზონი არაა. ქათმის ფრთები ბოსტნეულით სოუსში აუცილებლად მოამზადეთ.

ინგრედიენტები:

  • 900 გ ქათმის ფრთები
  • 1 სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 3 ს/კ კეტჩუპი
  • 1 ს/კ პაპრიკა
  • მარილი გემოვნებით
  • 5 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 6 კარტოფილი
  • 1 ყაბაყი
  • 4 ს/კ არაჟანი
  • 1 ს/კ მდოგვი
  • 1 ჩ/კ ქათმის სანელებლები
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ქათმის ფრთები კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. დაჭერით.

2. კეტჩუპი, არაჟანი, მდოგვი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, წიწაკა, პაპრიკა და ქათმის სანელებლები აურიეთ. რამდენიმე სუფრის კოვზი სოუსი ბოსტნეულისთვის გადადეთ.

3. სოუსში ფრთები ჩააწყვეთ, კარგად აურიეთ, რომ ხორცი სოუსით დაიფაროს. პარკი გადააკარით და 15 წუთით გააჩერეთ.

4. კარტოფილი, სტაფილო და ყაბაყი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. გადადებული სოუსი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5. ფრთებს და ბოსტნეულს მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

6. ქათმის ფრთები და ბოსტნეული მონაცვლეობით საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ. 180 გრადუსზე 45-50 წუთით აცხვეთ.

მზა კერძს დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და მაშინვე სუფრაზე გაიტანეთ. ფორმიდან არ ამოიღოთ: ასე უფრო ეფექტურია. გემრიელი და მორთული კერძი სადღესასწაულო სუფრაზე თამამად შეგიძლიათ გაიტანოთ. სუფრაზე მსხდომთაგან ბევრ კომპლიმენტს დაიმსახურებს.