გამომცხვარი საქონლის გული

878

საქონლის გული – ეს ძალიან ძლიერი კუნთია. მისგან დღეს უგემრიელეს კერძს მოვამზადებთ დღეს!

ამ ინგრედიენტს ბევრი ხარშავს, მაგრამ მე შეწვა გადავწყვიტე.

ინგრედიენტები

  • საქონლის გული 1,5-2კგ
  • ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ნიორი 4 კბილი
  • მდოგვი 1 სუფრის კოვზი
  • ხმელი სუნელი, პაპრიკა, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება

1.მოამზადეთ გული: მოაშორეთ ცხიმი და ცივ წყალში კარგად გარეცხეთ.

2.მოამზადეთ სოუსი – ზეთი, ნიორი, მდოგვი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული წაუსვით გულს და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი.

3.გული მოათავსეთ გამოსაცხობ პაკეტში და 200 გრადუსზე 1,5 საათი გამოაცხეთ.

გემრიელად მიირთვით!