გადატეხეთ სოკო, გაუსვით ოქროს ბეჭედი და გაიგეთ არის თუ არა ის შხამიანი

3789

როგორ ამოვიცნოთ ბაზარში თუ სუპერმარკეტებში რომელია ჯანსაღი და რომელი საკვებად უვარგისი ბოსტნეული? მათ სწორად შერჩევაში გასტრონომიას რედაქცია დაგეხმარებათ.

სატაცური მოკლედ შეჭრილი უნდა იყოს, საშუალო სისქის. თავი მოთეთრო ფერის ჯობს. თავზე ქიცვები უნდა ჰქონდეს ერთიმეორეზე მიწოლილი და არა აქერცლილი.

ყვავილოვანი კომბოსტოს საშუალო ზომა უნდა იყოს არანკლებ დიდი კომშის. ირგვლივ მწვანე ფოთლები არ უნდა ჰქონდეს ძალზე მაგარი, თორემ ყვავილებიც გადამწიფებული და უგემური იქნება.  ყვავილების სიმჭიდროვე  და თეთრი ფერი კომბოსტოს კარგი ხარისხის მაჩვენებელია.

ისპანახსა და მჟაუნას უნდა ჰქონდეს მწვანე და ქორფა ფოთლები. ღეროების გამაგრება და მასზე წინწკლების გაჩენა ნიშნავს, რომ ისპანახი და მჟაუნა გადამწიფებული და უვარგისია.

კეჟერა მხალი უფრო გემრიელია გადამწიფებული, ე.ი. საკმაოდ დიდი ზომის. მას დანით უნდა ჩავაჭრათ ძირი და გავიგოთ, არის თუ არა წვნიანი. ფერი თეთრი  უნდა ჰქონდეს.

მწვანე ლობიო ადვილად უნდა ტყდებოდეს, გვერდზე არ უნდა ჰქონდეს ძაფები. შიგ გულში უნდა ჰქონდეს ნახევრად განვითარებული მარცვლები.

ლობიო მრავალნაირი ჯიშისაა. თუ ამოლესილ ლობიოს ვაკეთებთ წითელი ლობიო უნდა შევარჩიოთ; მოსახრაკად საუკეთესოა გურული ლობიო.

სალათა აუცილებლად ქორფა, ღია მწვანე ფერის უნდა იყოს. ფოთლებს შუა წვრილი ძარღვი უნდა ჰქონდეს. ფოთოლი ძალიან ფართო და რბილი არ უნდა ჰქონდეს.

კარგი ხარისხის კომბოსტო უნდა იყოს მრგვალი ფორმის ფოთლები ერთიმეორეზე მჭიდროდ  უნდა ჰქონდეს შემოკრული. ფერი თეთრი, ოდნავ მომწვანო, ზამთარში მოყინული კომბოსტო გამოიცნობა მოყვითალო ფერით და გაჭრის დროს ცუდსუნიანი სითხის გამოდინებით, ასეთი კომბოსტო არ გამოდგება.

სტაფილო აუცილებლად მუქი ყვითელი უნდა იყოს. ბლაგვწვეტიანი სტაფილო უფრო კარგია, ვიდრე წვეტიანი.

მრგვალი, დიდი ზომის პამიდორი საუკეთესო ჯიშისაა. და უნდა უნდა იყოს წითელი ფერის, ყუნწის ირგვლივ არ უნდა ჰქონდეს მწვანე ხაზები. ადვილად არ უნდა იჭყლიტებოდეს.

ბოლოკი არ უნდა იყოს ფუყე. წითელი ბოლოკი – თეთრი, გამჭვირვალე შიგა ნაწილით – საუკეთესო ჯიშისაა.

ხახვი მრგვალი, მოყვითალო კანთ კარგი ჯიშისაა. ხახვი აუცილებლად შემოსული უნდა იყო, არ უნდა ემჩნეოდეს მწვანე  ყლორტების ნაშთი.

სოკო უნდა იყოს მაგარი. გადამტვრევის დროს თუ მოტეხილი ნაწილი ჰაერთან შეხების გამო გაშავდა და ამოიბურცა, ასეთი სოკო არ უნდა ვიყიდოთ, შხამიანობის გამოსაცნობად უნდა გადავტეხოთ სოკო და გადატეხილ ადგილს რამდენიმეჯერ გავუსვათ ოქროს ბეჭედი. თუ სოკოს ეს ადგილი გაყვითლდა ან განაცრისფერდა, სოკო შხამიანია.

 

კიტრი გრძელი და წვრილი ჯობს. კარგია ამობურცული და წინწკლებდაყრილი კიტრი. გადამწიფებული კიტრი ზედმეტად წყლიანია და უგემური. უმჯობესია პატარა ზომის ქორფა კიტრები შევარჩიოთ.

მწვანილეულიდან ქინძი, კამა, ნიახური, ოხრახუში, რეჰანი და სხვ. უსათუოდ მხოლოდ ახლად დაკრეფილი, ქორფა უნდა შევარჩიოთ.

კარტოფილს უნდა ჰქონდეს თხელი კანი. თუ კარტოფილის ნაჭრების ერთმანეთზე წასმისას გადაჭრილი ადგილი აქაფდა, ჩანს კარტოფილი კარგი ხარისხისაა.

იმედია ეს მწირი ინფორმაცია დაგეხმარებათ საღი ბოსტნეულის შერჩევაში. თუ მოგეწონათ ეს სტატია გაუზიარეთ ის მეგობრებსაც.