ბულგარეთის საამაყო კერძი – კუფტე გაზირებულ წყალზე

630

დღეს ვახშამზე ბულგარეთის საამაყო კერძი გვექნება. ერთი გასინჯვით შემაყვარა თავი.

ამ კერძის მომზადება შეგიძლიათ გრილზე, ტაფაზე და ღუმელშიც.

ინგრედიენტები

  • 300გ საქონლის ხორცი
  • 600გ ღორის ხორცი
  • 1ხახვი
  • 100გ ლორი
  • 25მლ გაზირებული წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მაიორანი
  • მარილი და წიწაკა
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ხორცსაკეპში გაატარეთ საქონლის ხორცი, ღორის ხორცი და ლორი. დაუმატეთ მაიორანი, მარილი, წიწაკა. მოზილეთ ხელით.

2.ფარშს მოასხით გაზირებული წყალი. კარგად მოურიეთ. შეინახეთ მაცივარში 2 საათი. შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები თქვენი გემოვნებით.

3.გახეხეთ ხახვი და დაუმატეთ ფარშს. სველი ხელით მიეცით კატლეტის ფორმა.

4.ტაფა – გრილი დადგით საშუალო ცეცხლზე, დაასხით ზეთი. მოაყარეთ მარილი, რათა თავიდან ავირიდოთ ზეთის შხეფები. შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან.

მზად არის!

გემრიელად მიირთვით!