ბულგარული ვაშლის ნამცხვარი

1629

ვაშლის ცხობილა დესერტების მეფეა!ბავშვობის დაუვიწყარი გემო, რომელიც მთელ ცხოვრებას გვილამაზებს.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ვაშლის ნამცხვრის განსხვავებული და საოცარი რეცეპტი. მის მოსამზადებლად არ არის საჭირო ცომთან 2 საათის გატარება.

უმჯობესია გამოიყენოთ მჟავე ვაშლი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ვაშლი 900გ
  • კარაქი 130გ
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი 15გ
  • მანანის ბურღული
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი

მომზადება

1.გაცრილ ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და კარგად გადაურიეთ. მოაყარეთ შაქარი, მანანის ბურღული, დარიჩინი და ვანილი. მასა გაყავით 3 ნაწილად.

2.გათალეთ ვაშლი და ამოაცალეთ გული, გახეხეთ და გაყავით ორ ნაწილად.

3.მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა, ამოფინეთ ქაღალდით. ამოავსეთ ცომით, ზემოდან გადაანაწილეთ ვაშლი. ისევ მშრალი ფენა და ვაშლი.

4.ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი მასა და კარაქი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!