ბიუჯეტური ხილის თავდაყირა პეროგი ტაფაზე

614

გასულ კვირას სუპერმარკეტში დაკონსერვებული ხილი ფასდაკლებით იყიდებოდა. გარგარი, ატამი და, რა თქმა უნდა, ანანასი შევიძინე. ეს უკანასკნელი ნაყინის ბურთებთან ერთად სადღესასწაულო სუფრაზე ხშირად გაგვაქვს. ახლა ასეთი დესერტისთვის ცოტა ცივა, ამიტომ ანანასის თავდაყირა პეროგს ვაცხობ. საერთოდ, ტაფაზე ცომეულის გამოცხობა ძალიან მიყვარს. ღუმელთან მუშაობა უფრო მიჭირს. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ანანასის პეროგის რეცეპტს, რომელიც ტაფაზე მარტივად შეგიძლიათ გამოაცხოთ.

ერთ–ერთი ყველაზე ბიუჯეტური რეცეპტია. თავად განსაჯეთ, ბევრი გონიერი დიასახლისი დაკონსერვებულ ხილს და შესქელებულ რძეს ზედა თაროზე ინახავს. ვინ იცის, როდის გამოადგება. სხვა ინგრედიენტები ძალიან ცოტა დაგჭირდებათ. ასე რომ, ტაფა გამოიღეთ!

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 2 გ ვანილი
  • 160 გ ხორბლის ფქვილი
  • 6 დაკონსერვებული ანანასი
  • 150 გ შესქელებული რძე
  • 100 მლ რძე
  • 10 გ კარაქი
  • 8 გ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

1. კუბი კარაქი ტაფაზე გაადნეთ. 50 გრ შესქელებული რძე დაასხით. როგორც კი, მასა ბუშტებით გაივსება, 6 ანანასის რგოლი დაუმატეთ.

2. ცომი მოამზადეთ. ღრმა თასში კვერცხი, დარჩენილი შესქელებული რძე და ვანილი აურიეთ. რძე დაუმატეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით და დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.

3. მზა ერთგვაროვანი მასა ანანასს დაასხით. თანაბრად გაანაწილეთ. ტაფას თავსახური დაახურეთ და პეროგი 15 წუთით აცხვეთ. კბილის ჩხირი რამდენიმე ადგილას ჩაარჭეთ.

4. მეორე ტაფით პეროგი გადააბრუნეთ. კიდევ რამდენიმე წუთით აცხვეთ. მზაობა იმავე კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

აი, ასეთი ხილის პეროგი გემრიელი კარამელის ქერქით გამოვიდა. საათზე ნაკლებ დროს დახარჯავთ, მენდეთ. სამაგიეროდ, პეროგი თუნდაც ყოველდღე შეგიძლიათ გამოაცხოთ. საკმაოდ ბიუჯეტურია. მოგეწონათ რეცეპტი?