ბისკვიტ “ვიქტორიას” ეს სახელი დედოფალი ვიქტორიას პატივსაცემად დაერქვა, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 63 წელი მეფობდა. ის სიამოვნებით მიირთმევდა ერთ ნაჭერ ბისკვიტს შუადღის ან დილის ჩაისთან ერთად.
ინგრედიენტები:
ბისკვიტი
- 200 გ ფქვილი
- 2 ს.კ. გამაფხვიერებელი
- 1/4 ჩ.კ. მარილი
- 180 გ უმარილო კარაქი (დარბილებული)
- 1 ჭიქა (200 გ) შაქარი
- 4 კვერცხი
- 2 ს.კ. რძე
- 3-4 ახალი მარწყვი, შუაზე გაჭრილი (გასაფორმებლად, სეზონურად)
შიგთავსი
- 120 გ უმარილო კარაქი (დარბილებული)
- 1 ჭიქა (150 გ ) შაქრის პუდრი + დამატებით მოსაყრელად
- 1/2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 1 ჭიქა (300 გ) მარწყვის მურაბა
ულუფა: 8-10
მომზადება: 30 წუთი
ცხობა: 20-25 წუთი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი. ღუმელი 150 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის საცხობ ორ ფორმას (20 სმ) კარაქი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.
- გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.
- კარაქი და შაქარი თქვიფეთ გათეთრებამდე და კრემისებური მასის მიღებამდე. სათითაოდ დაამატეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ.
- თანდათან ფქვილი და რძე შეათქვიფეთ.
- მიღებული მასა წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადაანაწილეთ.
- აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
- 10 წუთით ფორმებშივე გააჩერეთ, შემდეგ კი ცხაურზე გადმოიტანეთ და ბოლომდე გააცივეთ.
- შიგთავსი. კარაქი, შაქრის პუდრი და ვანილი ათქვიფეთ.
- ერთი ბისკვიტი ლანგარზე მოათავსეთ და შიგთავსით დაფარეთ. ზედაპირზე ჯერ კრემი, შემდეგ მარწყვის მურაბა მოუსვით და ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ.
- მოაყარეთ შაქრის პუდრი და გადანახული მარწყვით გააფორმეთ.
- დაჭერით და მიირთვით.
თუ ეს რეცეპტი მოგეწონათ, გაუზიარეთ ის მეგობრებს.