ბისკვიტი გაზიანი წყლით – ფუმფულა, ჰაეროვანი და გემრიელი

2509

იდეალური ბისკვიტის მთავარი საიდუმლო, დედასგან ვისწავლე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიმონათი გაზიანი იყოს! დიდი ხნის გახსნილი და გაზგასული ლიმონათი – არ გამოგვადგება!

ინგრედიენტები:

  • კვერცხი – 4 ცალი
  • შაქარი – 1,5 სუფრის კოვზი
  • ვანილის შაქარი – 1 პაკეტი
  • ლიმონათი (ნებისმიერი) – 1 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი – 1 ჭიქა
  • ფქვილი – 3 სუფრის კოვზი
  • საფუარი -10 გრამი

მომზადების წესი:

  1. ამ ბისკვიტს ძირითადად მულტი საცხობში ვამზადებ, თუმცა დამერწმუნეთ, რომ ჩვეულებრივ ღუმელშიც არაჩვეულებრივი გამოდის!
  2. კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით. თქვეფისას დავამატოთ მცენარეული ზეთი, მივაყოლოთ ლიმონათი. ნაწილ-ნაწილ ჩავყაროთ ფქვილი – საფუართან ერთად და ვურიოთ მიქსერით. ცომი არაჟანივით თხელი გამოდის.
  3. ცომი მულტი სახარშის ჭიქაში გადმოასხით. ცხობა 65 წუთზე დააყენეთ. სიგნალის შემდეგ კი კვლავ დაუმატეთ 65 წუთი. როდესაც ცხობა მორჩება, გამორთეთ და გააჩერეთ 20 წუთი.  შემდეგ ამოაბრუნეთ მულტი საცხობის ჭიქა და დატოვეთ ბისკვიტი ისეთ მდგომარეობაში როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები.

ქურაში ბისკვიტი სტანდარტულად ცხვება – 180 გრადუს ტემპერატურაზე, დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში. ფორმა მაღალი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ბისკვიტი მაღლა იწევა.

ცხობის დასრულების შემდეგ, ბისკვიტი გამორთულ ქურაში 20 წუთი დატოვეთ.

ამოაბრუნეთ ბისკვიტიანი ფორმა, გადმოიღეთ ბისკვიტი და დაელოდეთ გაცივებას. ბისკვიტი ძალიან მაღალი გამოდის, დაახლოებით 12 სანტიმეტრი, არის ფუმფულა და არომატული.