ბაჭული ღვეზელია, რომელსაც ყველაზე ხშირად ყველიანი გულსართით ამზადებენ. ლობიანისგან განსხვავებით ღუმელში ცხვება.
ინგრედიენტები:
- 250 მლ თბილი წყალი
- 1 ჩ.კ. საფუარი
- 1-2 ს.კ. ზეთი
- 1/4 ჩ.კ. მარილი
- 400-500 გ ფქვილი
- 500 გ გახეხილი ყველი
- 2 კვერცხი
- 1 კვერცხის გული
მომზადების წესი:
- თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მარილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი, ვზილოთ ზეთიანი ხელებით.
- ცომს გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად. ყველი გავხეხოთ და კვერცხი ავურიოთ.
- როცა ცომი აფუვდება, გავყოთ 4 გუნდად, მართკუთხედის ფორმით გავაბრტყელოთ, გადავანაწილოთ ყველი და კონვერტივით შევკრათ. კარგად შევუკრათ გვერდები და კიდევ ერთხელ გავაბრტყელოთ.
- ბაჭულებს წავუსვათ კვერცხის გული და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ.