ბაჟე ნიგვზის საწებელია, რომელიც ყველაზე გავრცელებულია სამეგრელოში, იმერთსა და გურიაში. ბაჟეში შეგიძლიათ თევზი, კვერცხი და ქათმის ხორცი ჩაალაგოთ. ერთი მეორეზე გემრიელი გამოდის. არჩევანი თქვენზეა.
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა ნიგოზი
- 4 კბილი ნიორი
- 2 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
- 2 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
- მარილი
- წიწაკა
- ანადუღარი წყალი
მომზადების წესი:
- ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ან წმინდად დავნაყოთ. დავუმატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი და წიწაკა. ნიგვზის მასა ხელით ვზილოთ, სანამ ზეთი გამოვა.
- 2 ჩ.კ.-მდე ზეთი ცალკე ჭურჭელში შევინახოთ, რომ შემდეგ კერძი მოვრთოთ. ნიგვზის მასას დავასხათ 2 ჭიქამდე ანადუღარი წყალი, ან საცერზე გავატაროთ, ან ბლენდერით ავთქვიფოთ. ბაჟეს ნელ-ნელა დავუმატოთ ანადუღარი წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზის ზეთი.