ბავშვობის ყველაზე საყვარელი ტორტი: “ხუჭუჭა პინჩერი” ზედმეტი ხარჯებისა და ძალისხმევის გარეშე

1500

ტორტი “ხუჭუჭა პინჩერი” ბავშვობიდან ბევრისთვის ნაცნობია. ტკბილეული ძალიან პოპულარული იყო იმ დროს, როცა პროდუქტების უმეტესობა დეფიციტში იყო, არადა საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების განებივრება გსურდა. მის მოსამზადებლად ყველაზე უბრალო ინგრედიენტებს იყენებდნენ.

მას მერე ბევრი რამ ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ ლეგენდარული ტორტი აქტუალობას მაინც არ კარგავს, რადგან მისი მომზადება ადვილია, იერსახე კი არაბანალურობით იზიდავს. შიგთავსის სახით ჩვენ შავი ქლიავის ჩირი და ქიშმიში გამოვიყენეთ, მაგრამ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი ჩირით ან ხილით.

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 1,2 კგ არაჟანი
  • 200 გრ შესქელებული რძე
  • 250 გრ ფქვილი
  • 20 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 9 გრ ვანილის შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 140 გრ ქიშმიში
  • 100 გრ ნიგოზი
  • 190 გრ შავი ქლიავი
  • 200 გრ შაქრის პუდრი
  • 90 გრ კარაქი
  • 160 გრ შავი შოკოლადი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილის შაქართან. დაამატეთ შესქელებული რძე, 200 გრ არაჟანი, კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

2. დაამატეთ კაკაოს ფხვნილი და კარგად ათქვიფეთ.

3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით ზეთი, დაასხით ცომი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით.

4.დაჭერით ნიგოზი და შავი ქლიავი.

5. კრემისთვის ათქვიფეთ 1 კგ არაჟანი და შაქრის პუდრი.

6. ბისკვიტი გაჭერით 3 ნაწილად. ერთი ნაწილი დაჭერით კუბებად.

7. წაუსვით პირველ ფენას კრემი კარგად, მოაყარეთ შავი ქლიავი, ქიშმიში და ნიგოზი. მეორე ფენაზეც იგივე გააკეთეთ. კუბები ამოავლეთ არაჟანში და დააწყვეთ ზემოდან ქუდის მსგავსად.

8. წაუსვით ზედა ფენას კრემი, მოაყარეთ ქიშმიში, შავი ქლიავი, ნიგოზი და კვლავ წაუსვით კრემი. შედგით ტორტი მაცივარში 1 საათით.

9. დაადნეთ კარაქი და შავი შოკოლადი. მოასხით ტორტს და კვლავ შედგით მაცივარში 3 საათით.

უმჯობესია ტორტი მთელი ღამით დატოვოთ მაცივარში. ასეთი დესერტის მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ, შედეგად კი დიდი სიამოვნება გელოდებათ. გაახარეთ ოჯახის წევრები, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!