საცივი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია საქართველოში. ჩვენი რედაქცია დღეს ბოსნტეულის საცივს გთავაზობთ, კონკრეტულად კი – ბადრიჯნის საცივს. ის შეგიძლიათ როგორც სამარხვო, ასევე ზაფხულის კერძად მიიჩნიოთ. მომზადებითაც მარტივად მზადდება და გემოც იდეალური აქვს.
ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 2 კგ
- ნიგოზი 150 გ
- ხახვი 2-3 თავი
- ნიორი 3-4 კბილი
- პამიდორი 0,5 კგ
- ქინძი 100 გ
- ნიახური 100 გ
- ოხრახუში 20 გ
- ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი გავრეცხოთ, მოვაჭრათ ყუნწები და დანით ჩავჭრათ სიგრძეზე.
2. ერთმანეთში კარგად ავურიოთ დანაყილი ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიახური, ცოტა ოხრახუში და ცალკე მარილი გემოვნებით.
3. მიღებული საკაზმი ჩავტენოთ ბადრიჯანში, ამოვავლოთ გარედანაც, ჩავაწყოთ ქვაბში, დავუმატოთ დაჭრილი პამიდორი და მოვხარშოთ.
კერძი შეგვიძლია მივირთვათ, როგორც ცივი, ისე ცხელი, გემოვნების მიხედვით.