ბადრიჯნის რგოლები

903

ზოგჯერ ძალიან გემრიელი კერძების მომზადება – უმარტივესია! ბადრიჯნის რგოლები შიგთავსით სწორედ ასეთი კერძია.

შიგთავსად მე გამოვიყენე სტაფილო და ძეხვი. ხორცპროდუქტი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით ააჩიოთ.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • მოხარშული ძეხვი 130გ
  • მწვანე წიწაკა 2 ცალი
  • კვერცხი 3 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • სახამებელი 2 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ბადრიჯანი მრგვლად. ჩაალბეთ მარილიან წყალში 15 წუთი.
  2. დაჭერით ძეხვი ან სოსისი კუბიკებად.
  3. ბადრიჯნის რგოლებიდან ამოჭერით გული.
  4. ამოჭრილი ნაწილიც დაჭერით, დაუმატეთ დაჭრილი სტაფილოს, ძეხვს, მარილს, წიწაკას, კვერცხს და მოურიეთ. დაუმატეთ სახამებელი და ისევ მოურიეთ.
  5. გააცხელეთ ტაფა და შეწვით ბადრიჯანი შიგთავსიანად.

გემრიელად მიირთვით!