ბადრიჯნის კონსერვი პომიდვრის სოუსში: ზამთრისთვის სწორედ ისაა, რაც გვჭირდება

875

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ბადრიჯნის რეცეპტს პომიდვრის სოუსში მწვანილით და ნივრით, რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება. ძალიან სწრაფად მზადდება და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

ინგრედიენტები:

(ერთლიტრიანი 2 ქილაზე ნ 0,5 ლიტრიან 4 ქილაზე)

  • 1,2 კგ პომიდორი
  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 0,5-1 წიწაკა (სასურველი სიცხარის მიხედვით)
  • 50 გრ ნიორი
  • 30-40 გრ ნიახური ან ოხრახუში
  • 5-7 შავი წიწაკის მარცვლები
  • 40 გრ (2 ს/კ) მარილი
  • 80 გრ (5 ს/კ) შაქარი
  • 100 გრ მცენარეული ზეთი
  • 50 გრ 9%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

1. პომიდორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ, სანამ ფაფის მსგავს მასას არ მიიღებთ.

2. ცხარე წიწაკაც გაატარეთ.

3. გატარებული პომიდორი და წიწაკა ქვაბში გადაიტანეთ და ცეცხლზე დადგით.

4. შაქარი, მარილი და მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

5. თავსახური დაახურეთ და 10 წუთით ხარშეთ.

6. ბადრიჯანი რგოლებად დაჭერით და პომიდორს დაუმატეთ.

7. შავი წიწაკის მარცვლები დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და ადუღების შემდეგ თავდახურულ ქვაბში კიდევ 10 წუთით ხარშეთ, სანამ ბადრიჯანი არ დარბილდება.

8. დაჭრილი მწვანილი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ძმარი დაუმატეთ.

9. ყველაფერი კარგად აურიეთ და თავდახურულ ქვაბში კიდევ 2-3 წუთით ხარშეთ.

10. ბადრიჯანი ცხელ, სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ.

11. ქილები ცხელი სტერილური ხუფებით მოხუფეთ.

12. ქილების შეფუთვა საჭირო არაა, საკმარისია, რომ ოთახის ტემპერატურაზე გააგრილოთ.

13. გემრიელად მიირთვით!