ახალი უმაგრესი კერძი ქამა სოკოსგან: არომატული მობრაწულა ოქროსფერი ქერქით

1602

ალბათ, ბევრჯერ შეგიძენიათ ქამა სოკო და შემდეგ მაცივარში თითქმის ვადაგასული აღმოგიჩენიათ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში თავში არ მოგდის რაიმე საინტერესო რეცეპტი, მაგრამ ჩვენ ვეცდებით თქვენი ქამა სოკო ზღაპრულ კერძად ვაქციოთ.

ხახვთან ბანალურად შეწვის ნაცვლად, მოამზადეთ ნამდვილი სრულფასოვანი მობრაწულა. ამისათვის რამდენიმე ინგრედიენტი და ცოტაოდენი დრო დაგჭირდებათ. მაშ ასე, შევუდგეთ!

ინგრედიენტები

  • 400 გრ ქამა სოკო
  • 2-3 ც ხახვი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 6 კვერცხი
  • 1 ჭიქა საფანელი
  • კარაქი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და დაჭერით სოკო, ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად.
  2. შეწვით სოკო ტაფაზე, დაუმატეთ ხახვი და მოამზადეთ სანამ ხახვი დარბილდება. მოხსენით ცეცხლიდან და გააცივეთ.
  3. ღრმა თასში შეურიეთ 5 კვერცხის გული და არაჟანი (დატოვეთ 2 ს.კ. გამოსაცხობად). ათქვიფეთ კვერცხის ცილები, დაუმატეთ საფანელი (ასევე დატოვეთ 1 ს.კ.), დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  4. ღრმა თასში შეურიეთ სოკო და ხახვი, არაჟანი და კვერციხ გული და ცილა და საფანელის მასა.
  5. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ საფანელი, ჩაასხით მასა და გაათანაბრეთ. წაუსვით არაჟანი და ათქვეფილი კვერცხი.
  6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით.

მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მიირთვით არაჟანთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!