ამ ლამაზი და გემრიელი ფუნთუშების მომზადება უმარტივესია.
ინგრედიენტები
ცომისთვის:
- კარაქი 100გ
- შაქარი 1/2 ჭიქა
- კვერცხი 1 ცალი
- არაჟანი 1/2 ჭიქა
- ფქვილი 2 ჭიქა
- მწიკვი მარილი
- გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
შიგთავსისთვის:
- ხაჭო 350გ
- შაქარი 2 სუფრის კოვზი
- მანანის ბურღული 1 სუფრის კოვზი
- კვერცხი (ცილა) 1 ცალი
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
წასასმელად:
- კვერცხის გული 1 ცალი
ჭიქა – 250მლ
მომზადება
- მაცივრიდან წინასწარ გამოიტანეთ კარაქი, რათა ოთახის ტემპერატურამდე გათბეს.
- რბილი კარაქი და შაქარი დააბლენდერეთ ან დაჭყლიტეთ კოვზით, რათა შაქარი გალღვეს.
- რიგ რიგობით დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი მარილთან და გამაფხვიერებელთან ერთად, მოურიეთ სწრაფად.
- ცომი გამოგივათ რბილი და ოდნავ წებოვანი. 15 წუთი მოათავსეთ მაცივარში. გაბრტყელებისას მოაყარეთ ფქვილი.
- ამ ცომის დიდიხანი დამუშავება არ არის რეკომენდირებული.
- მოვამზადოთ შიგთავსი. კვერცხისგან შიგთავსისთვის გამოვიყენებთ მხოლოდ ცილას, გული შეინახეთ ზემოდან დასამუშავებლად.
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და ათქვიფეთ მიქსერით.
- ცომი გაყავით 14-16 ნაწილად და გააბრტყელეთ.
- მეორე ვარიანტი: გააბრტყელეთ მთლიანი ცომი და ამოჭერით.
- თითოეულზე მოათავსეთ შიგთავსი და შეახვიეთ, კარგად დააფიქსირეთ კუთხეები. წაუსვით კვერცხი.
- გამოაცხვეთ 210-220 გრადუსზე 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!