ანტიკრიზისული სალათი ახალი წლის შესახვედრად

759

ამ წელს განსაკუთრებით ველი ახალი წლის მოსვლას. წლევანდელი საახალწლო მაგიდა საკმაოდ ბიუჯეტური მექნება. ოჯახის წრისთვის მოვამზადებ უბრალო კერძებს და სალათებს.

დღეს მე უმარტივესი და ბიუჯეტური სალათის მომზადებას გასწავლით. მისი უბრალოების მიუხდეავად, ის სუფრაზე საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. დამიჯერეთ, სტუმრებს მოეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 250გ ხორცი
  • 6 კვერცხი
  • 130გ ხაჭოს ყველი
  • ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 50მლ ძმარი
  • მარიონეზი, მარილი და წიწაკა

მომზადება

1.თავდაპირველად უნდა დაამარინადოთ ხახვი. მარინადის მოსამზადებლად 50მლ ძმარს დაუმატეთ 120მლ წყალი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი და შაქარი. ხახვი დაჭერით წვრილად და მოასხით მარინადი. დაელოდეთ 1 საათი.

2.მოხარშეთ ხორცი მარილიან წყალში სანელებლებთან ერთად. გააგრილეთ ხორცი, დაჭერით და შეწვით ტაფაზე.

3.მოხარშეთ და გააგრილეთ კვერცხი. გაჭერით შუაზე და ამოიღეთ გული. კვერცხის გული დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაუმატეთ ნიორი და მაიონეზი.

4.სალათი უნდა ააწყოთ ფენებად. პირველი ფენა ხორცი, შემდეგ ხახვი და მაიონეზი. კვერცხის ცილა ამოავსეთ გულით.

5.კვერცხი ლამაზად მოათავსეთ სალათზე. წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ ყველი.

გემრიელად მიირთვით!