ამ რჩევის დახმარებით, ხორცი გამოვა უნაზესი – ბებისს რეცეპტი!

1002
kebab skewers barbecue

კულინარიაში მთავარია ხორცი მოამზადოთ სწორად, თუ ეს კარგად გამოგდით ესეიგი, თქვენ ნამდვილი კულინარი ხართ.

ხორცის ცეცხლზე შეწვა მარტივი არ გეგონოთ, საკმაოდ რთული პროცესია.

სანამ ბერბეწიუს მასტერი გახებით უამრავი ხორცის ნაჭერი გაგიფუჭდებათ, ეს ბუნებრივიცაა, რადგან მისი მომზადება თავის მხრივ ცოდნას და მოხერხებას მოითხოვს.

არ იყიდოთ მზა დამარინადებული ხორცი

მაღაზიებში ძალიან ხშირად გვხდება დამარინადებული ხორცი, მაგამ მისი ხარისხი ძალიან ბევრ ეჭვს მიჩენს.

უმჯობესია ხორცი თქვენით დაამარინადოთ.

ხორცის არჩევა

ხორცის არჩევა – ნამდვილი ხელოვნებაა. ღორის შემთქვევაში საუკეთესო ნაჭერი კისრის მხარეა.

ეცადეთ აირჩიოთ საშუალო ცხიმიანობის ხორცი.

ახალი ხორცი უნდა იყოს მკვრივი და ერთგვაროვანი. ცხიმის ფენა უნდა იყოს თეთრი და არა ყვითელი.

მარინადი

აუცილებელია მოვამზადოთ სწორი მარინადი, რომელიც გემოს არ გააფუჭებს.

კეფირი და ძამრი ხორცს სასწაულად არბილებს, მაგრამ სამწუხაროდ გემოს უარესობისკენ უცვლის.

უბრალო ხახვი, სანალებლები თქვენი გემოვნებით, წითელი დაფქული წიწაკა და მარილი. ამ ინგრედიენტთა ჩამონათვალი საკმარისია გემრიელი მარინადის მოსამზადებლად.

ნახშირის ტემპერატურა

უმთავრესია ვაკონტროლოთ ტემპერატურა!

ნახშირის გათეთრების შემდეგ დაიწყეთ ხორცის მზადება.

მთავარია ნახშირი თანაბრად გადაანაწილოთ. არასწორი ტემპერატურის შემთხვევაში ხორცი რკინის ჯებირს მიეწებება და გაფუჭდება.

ამიტომაც უმჯობესია რკინის ჯებირი 10 წუთი გააცხელოთ.

სწორი შესაწვავი მოწყობილობა

უამრავი მოწყობილება არსებობს, მაგრამ რომელია უკეთესი?

იდეალური შედეგისთვის, ხორცსა და ნახშირს შორის დაშორება უნდა იყოს 10სმ.

უფრო დიდი მანძილის შემთხვევაში ხორცი შეწვის ნაცვლად დაიორთქლება. შედეგად მიიღებთ არახრაშუნა ხორცს.

როგორ შევუნარჩუნოთ წვნიანობა ხორცს

პირველ რიგში – არ გადაატრიალოთ ხორცი მანამ, სანამ მისი ქერქი არ გამაგრდება. ამისათვის 2 წუთია საჭირო.

შემდეგ გაიმეორეთ ეს პროცედურა. ამ მეთოდის დახმარებით, ხორცი იქნება წვნიანი.

გემრიელად მიირთვით!