ამ კერძის დანახვაზე სტუმრების თვალებში ინტერესის ნაპერწკალი ბრწყინდება – კვერცხის განუმეორებელი სალათი

487

დღეს საღამოსვე მოვამზადებ მოხარშული კვერცხის გერმანულ სალათს. ყველა ინგრედიენტი მარტივი და ხელმისაწვდომია. თვითონ სალათი კი 7-10 წუთში მზადდება.

ჩვენი რედაქცია ამ გერმანული სალათის მომზადების საიდუმლოებებს გაგანდობთ.

ინგრედიენტები

  • 100-70გ მწვანე ხახვი
  • 6 კვერცხი
  • 5 მწნილი კიტრი
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი ან მწნილი კიტრის წყალი
  • 2,5 სუფრის კოვზი მაიონეზი ან არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი ფრანგული მდოგვი
  • მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი და წვრილად დაჭერით.

2.დაჭერით კიტრი და მწვანე ხახვი.

3.სოუსის მოსამზადებლად ძმარს დაუმატეთ მდოგვი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით. კარგად მოურიეთ. თუ კიტრის მწნილის წყალს იყენებთ, შეგიძლიათ კიდევ ერთი კოვზი დაუმატოთ.

4.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, ხახვი და კიტრი. მოასხით სოუსი და მოურიეთ.

5.ვაშლის სალათი მზად არის. გემოვნებისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ქათმის ხორცი.

გემრიელად მიირთვით!