თუ საყინულეში ალუბლის შეკვრა გაქვთ, მოამზადეთ მისგან მსუბუქი ტორტი. ფხვიერი ცომი, ალუბლის ნაზი შიგთავსი და ბეზე შესანიშნავი შეხამებაა. “ალუბალი თოვლში” მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება, ნაზი გემო კი იმედებს არ გაგიცრუვებთ.
გამოდგება როგორც გაყინული, ასევე ახალი ალუბალიც. გაყინული გაალღვეთ და მოაცილეთ წვენი და კურკები, დაუმატეთ 2 ს.კ. სახამებელი და შაქარი ზედმეტი სითხის შესაწოვად.
ინგრედიენტები
- 150 გრ კარაქი
- 180 გრ შაქარი
- 3 კვერცხი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 500 გრ ალუბალი
- 1 ს.კ. სახამებელი
- 1 მწ მარილი
მომზადება
1. შეურიეთ დარბილებული კარაქი, 2 ს.კ. შაქარი, მარილი და 3 კვერცხის გული და ათქვიფეთ მასა მიქსერით.
2. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, დაალაგეთ ალუბლები.
3. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-25 წუთით.
4. გამოცხობამდე 3-5 წუთით ადრე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და 2/3 ჭ შაქარი. მოათავსეთ მასა საკონდიტრო ტომსიკაში ან კოვზით მოასხით ტორტს. შედგით კიდევ 10 წუთით 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
5. მზა ნამცხვარი კიდევ 10 წუთი გააჩერეთ გამორთულ ღუმელში. შემდეგ გააცივეთ და ამოიღეთ ფორმიდან.
ალუბლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარწყვი, ჟოლო, მოცვი ან სხვა კენკრა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!