ადამიანების 97% ბრინჯს არასწორად ხარშავს. ჯანმრთელობა რომ არ დაიზიანოთ…

5895

ყველაზე ცნობილი მზარეულებიც კი უშვებენ შეცდომას ბრინჯის მომზადების დროს. კვების სპეციალისტების მტკიცებით, არასწორი გზით მომზადებულმა ბრიჯნმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნებისმიერი წარმოების ბრინჯი შეიცავს დარიშხანს – ნივთიერება, რომელსაც მომწამვლელი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე.  ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ერთ-ერთ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა და მაშინვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

დარიშხანის მცირე, თუმცა არც ისე უსაფრთხო რაოდენობა პროდუქტში სწორედ ნიადაგიდან ხვდება. ბრინჯი – ძლიერი აბსორბენტი, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას მთლიანად იწოვს ტოქსინებს და წმენდს მას. ზუსტად ანალოგიური პრინციპით ხდება ნიადაგიდან სხვადასხვა მავნე ნივთიერებების შეწოვა პროდუქტში.

რატომ იყენებენ დარიშხანს ბრინჯის პლანტაციებში? ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა მოსავლის თაგვებისგან და სხვა მღრღნელებისგან დასაცავად. გარდა დარიშხანით უშუალოდ ნიადაგის დამუშავებისა, მოცემულ მომწამვლელ ნივთიერებას იყენებენ კონტეინერების დასამუშავებლადაც, რომელთა დახმარებით პროდუქტი ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადააქვთ.

დიდი რაოდენობით ბრინჯის მირთმევამ, რომელიც დარიშხანს შეიცავს, დროთა განმავლობაში შეიძლება მიგვიყვანოს გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების განვითარებამდე, თირკმლის უკმარისობამდე, კიბოსა და შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე. ნამდვილად საშინლად ჟღერს, არა? საბედნიეროდ, ჩამოთვლილი უსიამოვნო მოვლენების თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ ბრინჯს ყოველთვის სწორი ინსტრუქციით მოვამზადებთ.

როგორ მოვხარშოთ ბრინჯი სწორად

იაპონელები და ჩინელები, რომელთაგანაც ბრინჯის კულტურა მთელ მსოფლიოში გავრცელდა, პროდუქტს მომზადებამდე 7-ჯერ რეცხავენ, რათა მოაშორონ მას ყველა საეჭვო ნივთიერება. საუკეთესო გზა ამ შედეგის მისაღწევად, ბრინჯის დიდი რაოდენობით წყალში ჩალბობა და მთელი ღამით მისი დატოვებაა.

გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ მოვამზადოთ ბრინჯი ისე, რომ არ შევუქმნათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები საკუთარ ჯანმრთელობას. გახსოვდეთ, თქვენი და თქვენი შვილების, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია! რამდენიმე წუთის დაზოგვის მიზნით, ნამდვილად არ ღირს გარისკვა…

ბრინჯის მომზადების სწორი გზა:

1. ბრინჯის სასურველ რაოდენობას ვასხავთ 5-ჯერ მეტ წყალს.

2. ვტოვებთ წყალში მთელი ღამით.

3. დილით, ბრინჯის მომზადებამდე კიდევ ერთხელ კარგად ვრეცხავთ მას გამდინარე წყალში.

4. მოსახარშად გამზადებულ ბრინჯს ვასხავთ ერთნახევარჯერ მეტ თბილ წყალს და ვამატებთ 1 მწიკვ მარილს.

5. ნარევი მიგვყავს დუღილამდე, ცეცხლს ვუწევთ მინიმუმამდე და ქვაბს აუცილებლად ვაფარებთ თავსახურს.

6. ვაგრძელებთ მის ხარშვას დაბალ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში. სრულ მომზადებამდე არასდროს ახადოთ ქვაბს თავსახური, ასე ბრინჯი შეიძლება გაფუჭდეს.

7. ძალიან გემრიელი, თანაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ბრინჯი მზად არის!