გორდილა მოხარშული პურეულია. ცომი კეთდება კვერად და იხარშება. სიმინდის ფქვილის უფუარია, ხორბლის ფქვილისას სოდით აფუებენ.
თუშური გორდილა
ინგრედიენტები:
- სიმინდის ფქვილი 1 კგ
- წყალი 0,5 ლ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კარგად გაცრილ სიმინდის ფქვილს დავასხათ თბილი, მარილით შეზავებული წყალი. მოვზილოთ ცომი.
გააკეთეთ პატარა გუნდები და ჩავყაროთ ადუღებულ, ოდნავ მარილიან წყალში. დაახლოებით 20 წუთში გორდილა მზადაა.
გორდილა მზადდება ხორბლის ფქვილისგანაც: მოვზილოთ საფუარიანი ცომი, გავაკეთოთ პატარა გუნდები და მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში.
ზოგჯერ გორდილას ცომში გამდნარ ცხვრის ფარის ქონს შეაზელენ. ასე მომზადებულ გორდალას ცმელიან გორდილას უწოდებენ.
სუფრაზე გორდილა უნდა მივიტანოთ ცხლად. მასთან ერთად მივიტანოთ დამჟავებული რძე ( სახვრეტა), გამხმარი ხაჭოს გუნდები (ხმელი კალტი) და გამდნარი ერბო.